logo
ENG



ვერეშჩუკი: რუსების ტყვეობაშია 700 უკრაინელი სამხედრო და 1000-მდე სამოქალაქო პირი

16 აპრ 202215:24
3 წუთის საკითხავი
 
ვერეშჩუკი: რუსების ტყვეობაშია 700 უკრაინელი სამხედრო და 1000-მდე სამოქალაქო პირი

უკრაინის ვიცე პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის თქმით, ამჟამად რუსების ტყვეობაშია 700 უკრაინელი სამხედრო და 100-მდე სამოქალაქო პირი. 

ვერეშჩუკის განცხადებით, ტყვე სამოქალაქო პირების ნახევარი ქალია. 

"მათ 1000-მდე ადამიანი გაიტაცეს. მათი ნახევარი - ქალია. მე კიდევ და კიდევ გავიმეორებ, იქნებ რუსეთმაც გაიგოს - ჩვენ სამხედროებს სამოქალაქო პირებში არ გავცვლით. ეს ჟენევის კონვენციით არის აკრძალული. ჩვენ ვითხოვთ მათ უპირობოდ გათავისუფლებას და უკრაინული მხარისთვის გადმოცემას. ჩვენ გვაქს პარიტეტი - გვყავს 700-მდე რუსი ტყვე. ამდენიმე ჰყავთ მათაც". - თქვა ირინა ვერეშჩუკმა

14 აპრილს გათავისუფლებულ ტყვეებთან დაკავშირებით ვერეშჩუკმა განაცხადა, რომ რუსეთი ჟენევის კონვენციით გათვალისწინებულ პირობებს არ ასრულებს. 

"საუბარია არა იმაზე, რა წერია ჟენევის კონვენციაში - უბრალოდ უნდა გადარჩე. მე მივმართავ ყველა ახლობელს, რომელიც ელოდება თავის ქმარს, თავის ცოლს. უნდა მოვიკრიბოთ მოთმინება. ჩვენ მათ [რუსეთს] მუდმივად ვაძლევთ სიებს. ისინი ზოგჯერ ითვალისწინებენ ჩვენს თხოვნას, ზოგჯერ - არა. ეს მუდმივი ბრძოლაა ადამიანებისთვის, მაგრამ ჩვენ ამას არ შევწყვეტთ". - თქვა ვერეშჩუკმა

მისივე განცხადებით, დღეს ორი ჰუმანიტარული დერეფანი მუშაობს. 


close დახურვა