logo
ENG



ვეტერანი მფრინავები ნათია თურნავას სიცრუეში ადანაშაულებენ

14 ოქტ 201908:35
3 წუთის საკითხავი
 
vfv5rc7clodgkuj.jpg

ვეტერანი მფრინავები, რომლებიც ნათია თურნავას სიცრუეში ადანაშაულებენ, უახლოეს დღეებში მინისტრს უპასუხებენ. საქმე ეხება ეკონომიკის სამინისტროს განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ თურნავას თბილისის აეროპორტის კერძო ინვესტორისთვის გადაცემის პროცესში მონაწილეობა არ მიუღია. უფრო მეტიც, ის 2005 წელს ეკონომიკის სამინისტროში საერთოდ არ მუშაობდა.

საპირისპიროს ამტკიცებენ მფრინავები, მათი თქმით ამჟამინდელმა ეკონომიკის მინისტრმა, რომელიც 15 წლის წინ ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, ავიატორები მოატყუა, აქციები ინვესტორებს გადასცა, ხოლო მფრინავებს კომპენსაცია არ მისცა. ვეტერანი მფრინავები მინისტრის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებენ.


close დახურვა