logo
ENG



ვეჭვობთ რაღაც ხდება-ატოცში, გვიან ღამე, ევროკავშირის მისიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ

30 ოქტ 201907:25
3 წუთის საკითხავი
 
52vay4s7sbipeea.jpg

სოფელ ატოცში ანტიოკუპაციური მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" წევრებს ვეღარ შევლენ. ამის შესახებ შაქშაქეთის პოსტის პოლიციელებმა ორგანიზაციის წევრს მიხეილ ბალიაშვილს უთხრეს, რომელიც თბილისიდან ატოცში ბრუნდებოდა.

ბალიაშვილი პოლიციას პოსტთან ღამე რამდენიმე საათის განმავლობაში ჰყავდა გაჩერებული. მან შეძლო გადაეღო, როგორ გაიარეს ატოცის მიმართულებით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანქანებმა. ეს პირველი შემთხვევაა ამ არეალში, როდესაც გვიან ღამე სოფლის მიმართულებით ევროკავშირის მისიის წარმომადგენლები გადაადგილდებოდნენ. მიხეილ ბალიაშვილი ეჭვობს, რომ ატოცში რაღაც მოხდა. ღამე სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩავიდა მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა თავის გუნდის წევრებთან ერთად. 


close დახურვა