logo
ENG



ვთხოვ რეჟიმს სასწრაფოდ აღდგეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა - ნათელაშვილი

25 მაი 202014:41
3 წუთის საკითხავი
 

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი მთავრობას მოუწოდებს სრულად აღდგეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. მისი თქმით, პანდემიის დროს ტრანსპორტი არც ერთ დიდ ქალაქში გაჩერებულა და ამ შეზღუდვის გაგრძელება უამრავ მოქალაქეს გამოუვალ მდგომარეობაში აყენებს.

"ძალაუფლების გარდაუვალი დაკარგვის შიშით შეპყრობილი ხელისუფლება, წავიდა უპრეცენდენტო ნაბიჯზე და საგანგებო მდგომარეობის შემდეგ გააგრძელა დე ფაქტო საგანგებო მდგომარეობა, აკრძალა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, დატოვა მასობრივად ხალხი შინა პატიმრობაში, აღუკვეთა მათ სარჩოს მოპოვების ყოველგვარი საშუალება და პერსპექტივა. კატეგორიულად ვთხოვ რეჟიმს სასწრაფოდ იქნას აღდგენილი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა", - აღნიშნა ნათელაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე. 


close დახურვა