logo
ENG



ვივამედის გენერალური დირექტორის გამოკითხვა სასამართლოში

03 თებ 202320:00
3 წუთის საკითხავი
 

ბრალდებები პაციენტისა და გარემოცვის მიმართ, ჭორაობა და ძალიან სპეციფიკური რეპლიკები, - რა მოისმინა საზოგადოებამ ვივამედის გენერალური დირექტორისგან. ნინო ნადირაძე მიხეილ სააკაშვილის პროცესზე ჩვენებას 4 საათის განმავლობაში აძლევდა. იუსტიციის მინისტრის მსგავსად, პაციენტის ჯანმრთელობაზე კლინიკის ხელმძღვანელმა პასუხისმგებლობა მოიხსნა და სუიციდის წახალისებაში დაადანაშაულა მესამე პრეზიდენტის ახლობლები. ამის პარალელურად, ნადირაძე ადასტურებს, რომ სააკაშვილს კახექსიის დიაგნოზი აქვს, მაგრამ ასევე ირწმუნება, რომ პაციენტი მძიმე არ არის. სხდომაზე იყო ხმაურიც. ნადირაძის შემდეგ გამოიკითხა სამხარაულის ექსპერტი, სწორედ სახელმწიფო ბიურომ თქვა, რომ ემპათიის დასკვნა სარწმუნო არაა.

 


close დახურვა