გასული 12 საათის განმავლობაში საოკუპაციო ძალებმა ხერსონზე უკვე მეორედ მიიტანეს იერიში. დაიღუპა 2 ადამიანი. იბომბებოდა ზაპოროჟიე და მიკოლაევიც, დღეს ყველაზე რთული ვითარება მაინც სოლედარშია, სადაც გადამწყვეტი ბრძოლები მიმდინარეობს. უკრაინელები ქალაქს ისევ აკონტროლებენ და ვაგნერის ხელმძღვანელის ვერსიას სოლედარის დაცემის შესახებ კრემლის პროპაგანდის ნაწილს უწოდებენ.
ვითარება უკრაინაში
12 იან 202320:31
3 წუთის საკითხავი