ვინ დგას ცოცხების უკან - ფორმულას ინფორმაციით, ყავარჯნებითა და ცოცხებით ტრასაზე დადგომის ცენტრალური დავალება ქართული ოცნების რეგიონული სამსახურის უფროსმა, დეპუტატმა სამხარაძემ გასცა. ადგილობრივ დონეზე, ორგანიზება პროცესს გუბერნატორებმა და მერებმა გაუწიეს - შემსრულებელთა რიგებში კი გამოჩნდნენ საკრებულოს წევრებიც. თავისუფლების მოედნისკენ მომავალ კოლონებს უშენდნენ ქვებს და ცოცხებს.
ვინ დგას ე.წ. ცოცხების აქციის უკან
15 ოქტ 202119:40
3 წუთის საკითხავი