კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, დედაქალაქის ქუჩების მოირეცხა გრძელდება.
დეზინფექცია პეკინის გამზირიდან დაიწყო. დამუშავდა რუსთაველის გამზირი, ბარათაშვილის ქუჩა და ჰუალინგის დასახლების მიმდებარე ტერიტორია მეტროსადგურ „ვარკეთილამდე".
საგაზაფხულო სამუშაოების ფარგლებში, ეტაპობრივად მოირეცხება დედაქალაქში ხიდები, გვირაბები და პანდუსები. პარალელურად, გასუფთავდება და დეზინფექცია ჩაუტარდება ქალაქში არსებულ ნაგავშემკრებ კონტეინერებსაც.