logo
ENG



ვირუსის სწრაფი ტესტები პირველ რიგში რისკჯგუფებს და მარნეულის მოსახლეობას მოხმარდება

26 მარ 202011:32
3 წუთის საკითხავი
 

სწრაფი ტესტების პირველი ნაკადი, უკვე საქართველოშია. ტესტები პირველ რიგში რისკჯგუფებს და მარნეულის მოსახლეობას მოხმარდება.

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები ამბობენ, რომ მართალია ტესტი ზოგიერთ შემთხვევაში ცდომილებას მაინც აჩვენებს და 100%-იან სანდოობას არ გვაძლევს, მისი საშუალებით კორონავირუსის გავრცელების არეალის შემცირება მაინც შესაძლებელია.

კორონავირუსის დასადგენად ტესტები საქართველომ ჩინეთისა და იაპონიისგან მიიღო. ტესტების ნაწილს საქართველოში კვირის ბოლომდე ელიან. 

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი ლევან ბარამიძე ამბობს, რომ ტესტი ვირუსის გავრცელები არეალს შეამცირებს. 

"ძალიან დაგვეხმარება ეს ტესტები, თუმცა თავი უნდა შევიკავოთ ამის ფართო გამოყენებისგან. პირველ ეტაპზე რისკჯგუფები უნდა გაკეთდეს", - აღნიშნა ბარამიძემ. 


close დახურვა