logo
ENG



ვირუსოლოგი ბორის კორსანტია კორონავირუსით გარდაიცვალა

25 ნოე 202021:24
3 წუთის საკითხავი
 
ვირუსოლოგი ბორის კორსანტია კორონავირუსით გარდაიცვალა

თსსუ-ს სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის აკადემიკოსი, ვირუსოლოგი ბორის კორსანტია 78 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ფორმულას ეთერში, გადაცემა "გიორგი თარგამაძის ფორმულაში" აღნიშნა, რომ იგი დღეს, 25 ნოემბერს დაიღუპა. 

"სისტემა მუშაობს მაქსიმალური დატვირთვის პირობებში. ყველაფერს რომ ტავი დავანებოთ, ადამიანური რესურსიც ვეღარ უძლებს ასეთ დატვირთვას. სამწუხაროდ, ბევრი ჩვენი კოლეგა შეიწირა ვირუსმა. დღეს საქართველოში ვირუსოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ბორის კორსანტია შეიწირა ვირუსმა", - თქვა პაატა იმნაძემ. 

ბორის კორსანტია 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, რომლებიც ეხება ვირუსოლოგიის და იმუნოლოგიის ასპექტებს სხვადასხვა პათოლოგიების დროს. მას გამოქვეყნებული აქვს 4 მონოგრაფია. 

დღესვე, 25 ნოემბერს აჭარაში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი, მადონა ტაკიძე დაიღუპა. იგი ბათუმში, კლინიკა ბაუში მკურნალობდა. 

კლინიკის წარმომადგენელმა, ცირა აბულაძემ ფორმულასთან საუბარში განაცხადა, რომ პაციენტი რეანიმაციურ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იყო, ფილტვების ძლიერი დაზიანებით. მისივე ცნობით, ექიმს რაიმე თანმხლები დაავადება არ ჰქონია. 


close დახურვა