ვლადიმერ პუტინი დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა. რუსეთის პრეზიდენტმა მინისტრთა კაბინეტის სხდომა ვიდეო კონფერენციის ფორმატში გამართა.
განხილვის მთავარი თემა ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელება იყო. ვლადიმერ პუტინი მუშაობის ახალ სტილზე მას შემდეგ გადავიდა, რაც მოსკოვის საავადმყოფოს მთავარ ექიმს ვირუსი დაუდასტურდა.
პრეზიდენტი ერთი კვირის წინ კლინიკაში თავადაც იმყოფებოდა. ის ექიმს დამცავი აღჭურვილობის გარეშე ესაუბრა და ხელიც ჩამოართვა. კრემლის პრესსპიკერის მტკიცებით, პუტინს ვირუსზე ტესტირება მუდმივად უტარდება და ის თავს კარგად გრძნობს.
რუსეთში კორონავირუსის შემთხვევების ოფიციალური რაოდენობა ბოლო 24 საათში 440-ით გაიზარდა. გარდაცვლილია 17 ადამიანი.
