logo
ENG



ვოლოდიმირ ზელენსკი დიდი ბრიტანეთის ახალ პრემიერს პირველად შეხვდა

27 ივლ 202620:22
3 წუთის საკითხავი
 
2026/07/27/2rmg3jvjey1zlz0.jpg

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დიდი ბრიტანეთის ახალ პრემიერ-მინისტრს, ენდი ბერნემს შეხვდა. ლიდერებს შორის პირველი ოფიციალური შეხვედრა პორტსმუთის საზღვაო ბაზაზე, ავიამზიდ HMS Queen Elizabeth-ის ბორტზე შედგა.

მხარეებმა შეხვედრაზე უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში არსებული აქტუალური საკითხები განიხილეს. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინისთვის პრიორიტეტულია, რომ ქვეყანას ადამიანების სიცოცხლის დასაცავად საკმარისი შესაძლებლობები ჰქონდეს როგორც ცაში, ისე ზღვაში. გარდა ამისა, ყურადღება დაეთმო დრონებისა და თავდაცვითი ტექნოლოგიების მიმართულებით ერთობლივი წარმოების განვითარებას. უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა გაერთიანებულ სამეფოს მიღებული გადაწყვეტილებისთვის, რომლის ფარგლებშიც უკრაინა რადიოელექტრონული ომის თანამედროვე ტექნოლოგიებს მიიღებს.

ვიზიტის დასასრულს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში მიიწვია.


close დახურვა