პარლამენტის ვიცესპიკერი, დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი გია ვოლსკი აცხადებს, რომ კოალიციური ხელისუფლება მხოლოდ "ადამიანური" ოპოზიციის არსებობის პირობებში წარმოუდგენია.
"კოალიციური მთავრობა სწორედაც ის არის, რასაც მომავალში უნდა მივაღწიოთ როგორმე, როდესაც დავინახავთ, რომ ოპოზიციაში არიან არა სადისტები, არა მავნებლები, არა პოპულისტები და არა პოლიტიკური თაღლითები, არამედ ადამიანები, რომლებიც განიცდიან ქვეყნის ბედ-იღბალს, არ ყიდიან მიწებს და მზად არიან აზრთა ჭიდილში ჩამოაყალიბონ საუკეთესო გადაწყვეტილება. ვფიქრობ, ესეთი მოცემულობა დღეს არ არის", - ამბობს ვოლსკი.
Edison Research-ის ბოლო კვლევით, კოალიციურ მთავრობას საქრთველოს მოსახლეობის 70% უჭერს მხარს.