პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ ვითარებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ქვეყანაში ამ კუთხით არაერთი ღონისძიება გატარდა.
„ეკონომიკურ და შესაძლო სოციალურ პრობლემებზე ლაპარაკობს ყველა. მათ შორის, არსებობს პროფესიონალური ჯგუფი პრემიერთან ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით და მთელი რიგი ზომები გატარდა ამ საკითხთან დაკავშირებით“, - აცხადებს ვოლსკი.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსმა ქვეყნის ეკონომიკას დიდი ზარალი მიაყენა. უფასურდება ეროვნული ვალუტა, დაიხურა თავშეყრის ადგილები, მთავრობა მოქალაქეებს მოუწოდებს დარჩნენ სახლში, რის გამოც ბევრი მათგანი სამუშაო ადგილზე გასვლას ვერ ახერხებს, ყვითელი სამარშრუტო ტაქსებმა მოძრაობა შეწყვიტეს, ტურისტებმა სასტუმროებში ჯავშნები გააუქმეს და ა.შ.