logo
ENG



ვოლსკი: სკოლის დირექტორს არ ჰქონდა განზრახვა ასეთი ცოდვა ეტარებინა ცხოვრების ბოლომდე

19 დეკ 201912:43
3 წუთის საკითხავი
 

მმართველი გუნდი ლუკა სირაძის გარდაცვალების ფაქტზე პრობლემას არაპროფესიონალიზმში ხედავს. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ახლა პოლიტიკური ქულები არავინ უნდა დაიწეროს. დეპუტატები ფიქრობენ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემის პოვნა და მისი გადაჭრის გზების ძიებაა.

"ქართული ოცნების" კანონმდებლები ამბობენ, რომ თემა საკმაოდ საფრთხილოა, თითის გაშვერა არავისკენ არ უნდა მოხდეს და მთავარია, არ გაგრძელდეს მთელი ეს პროცესი. ისინი სკოლას, პედაგოგებს და სრულიად საზოგადოებას მოუწოდებენ, რომ ამ თემის პოლიტიზირება არ მოხდეს.

„ყველგან მოხდა დანაშაული, ყველგან მოხდა სათანადო დამოკიდებულების დეფიციტის დემონსტრირება. სკოლის დირექტორს მოუსმინეთ. სულ არ ჰქონდა განზრახვა, რომ ასეთი ცოდვა ეტარებინა ცხოვრების ბოლომდე. მაგრამ ფაქტია, რომ ამ საკითხთან შეიძლებოდა აბსოლუტურად სხვანაირი მიდგომა. ურემი, რომ გადაბრუნდა ახლა დავინახეთ გზა. იგივე პოლიციაშიც მით უმეტეს ქალი პოლიციელი თუ ხარ, ხომ უნდა მიხვდე, რომ მძიმე სიტუაციაა და თუნდაც მან რეგლამენტის შესაბამისად იმოქმედოს, იქ არსებობს კიდევ რაღაც ნიუანსი, რომელიც ყველა ჩვენგანს მოეთხოვება“, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკმა.

პარლამენტის წევრის გენადი მარგველაშვილის განცხადებით, სამართალდამცავი ორგანოები თავიდან ბოლომდე დეტალურად შეისწავლიან საქმეს, თავად კი ბოლომდე მიაქცევს ამ საქმეს ყურადღებას, რომ დამნაშავე დასჯილი იყოს.

„კომუნიკაცია არ მქონია ვფიქრობ, რომ სამართალდამცავი ორგანოები თავიდან ბოლომდე დეტალურად შეისწავლიან საქმეს. პირადად მე ვიძლევი გარანტიას, რომ ამ საქმეს ბოლომდე გავყვები, რომ ვინც ამ შემთხვევაში ფატალურ შედეგამდე მიიყვანა ბოლომდე იყოს დასჯილი,“ - განაცხადა გენადი მარგველაშვილმა. 


close დახურვა