logo
ENG



ვოლსკი: შეცდომაა დღეს უმრავლესობის დატოვება

15 ნოე 201915:57
3 წუთის საკითხავი
 
taxkd858ganuc5m.jpg

 

შეცდომაა დღეს უმრალესობის დატოვება - ასე აფასებს "ქართული ოცნების" წევრი, გია ვოლსკი იმ ადამიანების გადაწყვეტილებას, ვინც გუშინ და დღეს პარტია დატოვეს. გია ვოლსკის თქმით, ის პარტიის დაშლის საფრთხეს ვერ ხედავს.

„ჩვენ საკითხს ისე ვიხილავთ, თითქოს რაღაც ტრაგედია ხდება იმის გამო, რომ ვიღაცა თავის პოლიტიკური მოსაზრებების გამო გვერდზე გადადგა და თავის პოზიცია აქვს. მე ესე მგონია, რომ, რომც გაიზარდოს ჯერ ეს ერთი ვერც გაიზრდება იმ რაოდენობამდე, რომ უმრავლესობა დაიშალოს. შეიძლება ის არის მიზეზი, რომ მეთვითონ არ ვარ პარტიული სულისკვეთების ადამიანი, მე ვემსახურები ჩემს ქვეყანას და ვფიქრობ "ქართულ ოცნებას" ამისათვის უკეთესი პროგრამა აქვს და შედეგებიც უკეთესი აქვს და თუ ვინმე გადაწყვეტს, რომ რაიმე მიზეზით გვერდზე გადგეს, ვფიქრობ შეცდომაა დღეს უმრავლესობის დატოვება“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

 


close დახურვა