logo
ENG



ვოლსკი: ჩემი აზრით, პოლიტიკურად არ იქნებოდა ურიგო, მელია იყოს გარეთ, თუმცა სხვა რეალობაცაა

26 თებ 202116:53
3 წუთის საკითხავი
 
ვოლსკი: ჩემი აზრით, პოლიტიკურად არ იქნებოდა ურიგო, მელია იყოს გარეთ, თუმცა სხვა რეალობაცაა

რაც ხდება, აწყობს ნაციონალურ მოძრაობას, გაერთიანებულ ოპოზიციას ვეღარ დაუძახებ უკვე. ეცადნენ და მოახვედრეს მელია გისოსებს მიღმა, ეგაა პოლიტიკური მიმართულება. სამართლებრივად რაც შეეხება, პროკურატურა თანმიმდევრულია და თუ რამეში ეჭვი გეპარებათ, მათ ჰკითხეთ. ჩემი აზრით, პოლიტიკურად არ იქნებოდა ურიგო, მელია იყოს გარეთ, თუმცა არსებობს მეორე რეალობა, რომელიც მელიამ შექმნა პარლამენტზე შეტევით, გირაოს პირობების დარღვევით, სამაჯურის მოხსნით, სასამართლოს და სახელმწიფოს შეურაცხყოფით. მისმა ადვოკატებმაც მცდელობა არ დააკლეს ამას. ეს ყველაფერი არის კონფორტაციისკენ მიმართული გზა. ამ ამოცანას იმდენად აშკარა და მკაფიო კონტურები აქვს, მხოლოდ ის ვერ შეიძლება ხედავდეს, ვისაც დანახვა არ უნდა.


close დახურვა