სამწუხაროდ, უფრო დიდი ხნის ძიებების შემთხვევებიც გვაქვს საქართველოში, მაგრამ ის, რომ ძიებას ძალისხმევა დააკლეს, ეს არის უნამუსო ტყუილი, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლკიმ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ცხედრის ძებნიდან მე-5 დღეს პოვნასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, "სამწუხაროა, რომ ამ თემასაც პოლიტიკურ ასპექტში იყენებენ".
"არაერთი მკვლელობა, მათ შორის, არასრულწლოვანთა შორის, არის დაფიქსირებული წარსულში, თუმცა არავის არასდროს არ უფიქრია ამ ფაქტორის პოლიტიკურ ჭრილში გამოყენება. სახელმწიფო თავად ჩადიოდა დანაშაულს და ეს იყო ერთადერთი საკითხი, რომელზეც ჩვენ ვამახვილებდით ყურადღებას", - განაცხადა ვოლსკიმ.
5-დღიანი ძებნის შემდეგ, თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი, რამდენიმე საათის წინ თეთრიწყაროს ტყეში, ავტომანქანაში იპოვეს.