logo
ENG



ვოლსკი გვარწმუნებს, რომ ღარიბაშვილი ამერიკაში სუბოტექსის გასაკეთებლად არ იმყოფება

29 აგვ 202310:27
3 წუთის საკითხავი
 
ვოლსკი გვარწმუნებს, რომ ღარიბაშვილი ამერიკაში სუბოტექსის გასაკეთებლად არ იმყოფება

ქართული ოცნების დეპუტატი გია ვოლსკი ამბობს, რომ არ იცის, რატომ იმყოფება პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ში, თუმცა, ირწმუნება, რომ ის იქ სუბოტექსის გასაკეთებლად არ არის.

ჟურნალისტების კითხვის პასუხად ვოლსკიმ მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა და მის წინააღმდეგ ბრალდებები გააჟღერა.

"ირაკლი ღარიბაშვილი იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებში. არ იმყოფება სუბოტექსის გასაკეთებად ისე, როგორც თქვენი პრეზიდენტი იმყოფებოდა, არ ასწავლის თავის შვილს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე, არ ხარჯავს ამ უშველებელ თანხებს პირადი მიზნების რეალიზაციისთვის.

იგი ისეთივე ადამიანია, როგორც ჩვენ ვართ. არც მის შვილს არ მიუღია ისეთი ქულები, რომელიც არ დაიმსახურა სწავლების დროს. ღარიბაშვილს არასდროს უღალატია იმ პრინციპისთვის, რაც მისივე ინიციატივით არის შეტანილი კონსტიტუციაში", - თქვა ვოლსკიმ.

მისივე აზრით, განცხადებები, რომ "თუ ამერიკას აკრიტიკებს, იქ რატომ მიდის", არის უსუსური.

"თქვენი მცდელობა, რომ მაშინ, როდესაც ამერიკის იმას აკრიტიკას, რატომ არის ამერიკაში, ეს იმდენად უსუსური შეკითხვაა, რომ ადეკვატური პასუხის გაცემაც არ მინდა თქვენი პიროვნების პატივისცემიდან გამომდინარე... "თუ ცუდია, იქ რატომ არის და შვილი იქ რატომ სწავლობსო" - ვინ თქვა, რომ ცუდია?", - უთხრა მან ჟურნალისტს.


close დახურვა