logo
ENG



ვოლსკი ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრაზე:მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს

17 ოქტ 201911:45
3 წუთის საკითხავი
 
k5bmt0bfag9fegg.jpg

პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის მოსასმენად ემზადებიან.

ცნობილია, რომ ოპოზიციის მთავარი შეკითხვები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ძირითადად შეეხება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას. ოპოზიციას აინტერესებს რა იყო ამ შეხვედრის მიზანი, რაზე ისაუბრეს მხარეებმა. ასევე, ოპოზიცია დაინტერესებულია, რატომ არ ხდება საქართველოს შესახებ საკითხის პოპულარიზაცია სხვა ქვეყნებთან. მათი კითხვები შეეხება ანაკლიის პორტის ჩაშლის მცდელობასაც. ამ კითხვებზე პასუხების მოსმენას აპირებენ უმრავლესობის წარმომადგენლობაც, რომლის თქმით, მშვიდობიანი მოლაპარაკება რუსეთთან ერთადერთი ალტერნატივაა. 

"მე ვფიქრობ, რომ ოპოზციის პოზიციაა დამაზიანებელი ქვეყნისთვის, რადგან როცა საქართველოს გარკევული პრობლემები ემუქრება და ვითარების დამძიმების პერსპექტივა ჩანს, რასაკვირველია მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს. მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველო არ არის ეული. ის არის ნაწილი გუნდისა, პარტნიორი ქვეყნების ნაწილი, რომლებიც საკმაოდ ინტენსიურადაა ჩართული მსოფლიოში მიმდინარე პროცესებში,"- აღნიშნა უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ. 

საგარეო საქმეთა სამინისტროში კი დარწმუნებული არიან, რომ მინისტრი ყველა არსებულ კითხვას ამომწურავ პასუხს გასცემს და ოპოზიციაში ეჭვები აღარ იქნება. 

"იქნება წარმოდგენილი ვრცელი მოხსენება ყველა მიმართულებაზე. ასევე როგორ საქმიანობს სამინისტრო, მისი საქმიანობის შედეგებზე და გეგმებზე, გამოწვევებზე. ოპოზიციას და საზოგადოებას ექნება საშუალება მიიღოს დეტალური ინფორმაცია, როგორ მუშაობს უწყება საგარეო ასპარეზზე," - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდიმა.

შეგახსენებთ, რომ დეპუტატები დავით ზალკალიანს „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ. ზალკალიანის მოხსენების შემდეგ, მისთვის კითხვების დასმის შესაძლებლობა ექნებათ პარლამენტის დეპუტატებს.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სავარაუდოდ აქცენტი გაკეთდება ზალკალიანისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეხვედრაზეც.

 

 


close დახურვა