logo
ENG



ვოლსკი კუხიანიძის განცხადებაზე: რუსეთს ბოდიშს არ ვუხდით, ინტერპრეტაციას აკეთებთ

16 დეკ 201911:36
3 წუთის საკითხავი
 
aqihoe7irq1n951.jpg

„ქართული ოცნების“ ლიდერი გია ვოლსკი ჟურნალისტებთან საუბრისას საკრებულოს დეპუტატის ერეკლე კუხიანიძის ფეისბუქის სტატუსებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ჟურნალისტები კუხიანიძის განცხადების ინტერპრეტაციას ახდენენ.

ვოლსკის თქმით, პარლამენტარზე განხორციელებულ ქიმიურ შეტევაზე ჟურნალისტებს კითხვები არ აქვთ და განსხვავებული პოზიციის ადამიანის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ.

„არც ერთ თქვენგანგანს დაგისვამთ კითხვა უნდა დატოვოს თუ არა მანდატი ადამიანმა, რომელმაც ქიმიური შეტევა განახორციელა კოლეგებზე. ადამიანს, რომელსაც განსახვავებული პოზიცია აქვს ამ საკითხზე მის გადადგომას ითხოვენ. რუსეთს ბოდიშს არ ვუხდით, ინტერპრეტაციას აკეთებთ თქვენ. იმ პერიოდს აღწერს, როდესაც ამერიკასა და ევროკავშირს სხვა გეგმები ჰქონდათ და დაბეჩავებული რუსეთისთვის არ უნდა მიგვეცა ერთადერთი იარაღის გამოყენების საშუალება, ამაზე საუბრობს. თქვენი ინტერპრეტაცია არის ის, რაც რუსეთს ყოველთვის აწყობდა. ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, ყველამ დავუშვით შეცდომები. ერეკლე კუხიანიძე ამ სტატიაში საუბრობს სტრატეგიული მიდგომების გარკვეულ მიმართულებებზე. რაღაც საკითხებია, რაზეც მეც არ ვეთანხმები“, - განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, კუხიანიძემ ფეისბუქში დაწერა სტატუსი, სადაც ამბობს, რომ ქართველები რუსებს უაზროდ დაუპირისპირდნენ სსრკ-ს დაშლის შემდეგ. მისივე თქმით, მსგავს ქმედებას საქართველოს მხრიდან საშინელი შედეგები მოჰყვა. რადგან რუსეთმა თავი შეურაცხყოფილად იგრძნო და შესაბამისი რეაქცია აისახა სამაჩაბლოსა და აფხაზეთზე. ამ კონტექსტში დეპუტატი დასავლელ პარტიორებსაც ეხება და ამბობს, რომ მათ რჩევებს მოსახლეობა არასწორად იგებს. 


close დახურვა