logo
ENG



ზაალ უდუმაშვილი სააკაშვილის შტაბზე: ეს იქნება მიზიდულობის ცენტრი

08 თებ 202022:18
3 წუთის საკითხავი
 

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი ​მიხეილ სააკაშვილის ახალ ინიციატივას აფასებს და ამბობს, რომ შტაბის შექმნის მთავარი მიზანი ერთი იდეის ქვეშ გაერთიანებაა.

როგორც უდუმაშვილმა გადაცემაში "გიორგი თარგამაძის ფორმულა" განმარტა, დღეს ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება და პროპორციული არჩევნების საკითხი ქვეყნის მომავალს წყვეტს, ამიტომ მნიშვნელოვანია ნებისმიერი ინტერესისა თუ იდეოლოგიის ადამიანი სწორედ ამ პრობლემის მოგვარებაზე ზრუნავდეს. 

"რაც შეეხება შტაბს, ეს გარკვეულწილად იქნება მიზიდულობის ცენტრი იმ ხალხისთვის, ვინც დღეს პოლიტიკაში ჩართული არ არის, მაგრამ სურს პროცესებში გარკვევა. განსაკუთრებით იგულისხმება ახალგაზრდები, რომლებიც ბოლო პერიოდში საკმაოდ გაძლიერებულნი არიან. სწორედ მათი მოზიდვაა მნიშვნლოვანი. კარი ღიაა ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც თვლის რომ დღეს ფრონტის ხაზი გადის ივანიშვილის დამარცხებაზე. ჩვენი მთავარი ამოცანა დღეს არაა ვინ მოვა ხელისუფლებაში. ეს საკითხი აქტუალური გახდება პროპორციული არჩევნების შემდეგ. დღეს მთავარი ამოცანაა მივიღოთ დაპირებული პროპორციული არჩევნები",-აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა

 


close დახურვა