logo
ENG



ზალკალიანის გამოსვლა პარლამენტში - დეპუტატები დარბაზიდან გააძევეს

17 ოქტ 201920:26
3 წუთის საკითხავი
 
e2344vkeutq27sw.jpg

შელაპარაკებებისა და მწვავე დებატების ფონზე ჩაიარა პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრის მოსმენამ. დეპუტატებს აინტერესებდათ, შეუთანხმა თუ არა ბიძინა ივანიშვილს ზალკალიანმა რუსეთის საგარეო მინისტრთან გამართული შეხვედრა. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა პირდაპირი პასუხი არ გასცა კითხვას, რომელიც ივანიშვილის საგარეო ხედვას ეხება - არის თუ არა ანაკლიაში ამერიკელების ადგილი? თუმცა ზალკალიანი აცხადებს, რომ ანაკლიის პროექტი ხელისუფლებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა.

სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელებული საკუთარი ინტერვიუები დავით ზალკალიანმა ოპოზიციის დეპუტატებს პარლამენტის სხდომათა დარბაზში გადასცა. ამით საგარეო საქმეთა მინისტრს იმის დამტკიცება უნდოდა, რომ ლავროვთან შეხვედრის შესახებ კომენტარები წინასწარ გააკეთა. სწორედ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ნიუ-იორკში გამართულ პირისპირ შეხვედრაზე დაისვა დეპუტატების მხრიდან ყველაზე მეტი შეკითხვა. მინისტრის განმარტებით, შეხვედრა შვეიცარიის შუამავლობით გაიმართა და მთვარი მოტივაცია უკანონო ბირდერიზაციის განხილვა იყო. თუმცა 30-წუთიან შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ფრენების აღდგენაზე, ასევე ჟენევისა და აბაშიძე კარასინის შეხვედრების ფორმატებზეც ისაუბრეს. 

ზალკალიანის გამოსვლისას რამდენჯერმე დაიძაბა ვითარება სხდომათა დარბაზში. "ევროპული საქართველოს" წევრი გიგა ბოკერია ორჯერ დაუპირისპირდა უმრავლესობის წევრებს - ერთხელ რომან კაკულიას და მეორედ სიმონ ნოზაძეს. გიგა ბოკერია აგვისტოს ომის დროს ქვეყნის დატოვების შესახებ გაკეთებულმა კომენტარმა გააღიზიანა. ნოზაძისა და ბოკერიას დაპირისპირებისას კი ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ დეპუტატები დარბაზიდან მანდატურებმა გაიყვანეს. ბოკერიას თქმით, საბჭოთა რეჟიმის წარმომადგენელ სიმონ ნოზაძისგან კრიტიკას არ მიიღებს და ყოველთვის გაახსენებს, რომ ის საქართველოს ოკუპანტების ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ.

შეგახსენებთ, რომ "მინისტრის საათის" ფარგლებში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატები საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს უსმენდნენ.

 

 

 


close დახურვა