"ადრე თუ გვიან ყველა დატოვებს თანამდებობას. არავინ შეუცვლელი არ არის". - ასე უპასუხა საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, დავით ზალკალიანმა ფორმულას კითხვა იმის შესახებ, დატოვებს თუ არა ის თანამდებობას უახლოეს მომავალში.
ფორმულას ინფორმაციით, აპრილიდან ირაკლი ღარიბაშვილის კაბინეტში კიდევ რამდენიმე მინისტრი შეიცვლება: დავით ზალკალიანი, თეა ახვლედიანი, ვანო მაჭავარიანი.
"მე რომ არ ვაცნობიერებდე იმ პასუხისმგებლობას იმ მწვავე გეოპოლიტიკურ სიტუააციაში და იმ საფრთხეების წინაშე, რა საფრთხეების წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა, მე დღეს აქ არ ვიქნებოდი". - თქვა ზალკალიანმა.
დავით ზალკალიანს დღეს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მოუსმინეს. უახლოეს დღეებში მას და მინისტრობის სხვა კანდიდატებს პლენარულ სხდომაზე მოუსმენენ, შემდეგ კი არსებითად ერთპარტიული პარლამენტი მთავრობას დაამტკიცებს.
სამთავროვო ცვლილებები დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც 18 თებერვალს გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის პოსტი დატოვა. მიზეზად მან ნიკა მელიას დაკავების ღონისძიების შესახებ ქართული ოცნების გუნდში აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა.
19 თებერვალს პოსტი დატოვა ვიცე პრემიერმა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმაც.
ქართულმა ოცნებამ პრემიერმინისტობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.