logo
ENG



ზალკალიანი გარეჯზე: გვაქვს განცდა, რომ არის პოლიტიკური ნება, ნელ-ნელა დავუბრუნდეთ სტატუს-კვოს

17 ოქტ 201917:48
3 წუთის საკითხავი
 
l9p03olt0xhl64h.jpg

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ დავით გარეჯის საკითხვის ქვეყნისთვის პრიორიტეტია და ეს არის არა სადავო, არამედ ღია საკითხი.

როგორც პარლამენტში პლენარულ სხდომაზე "მინისტრის საათის" მოსმენის ფარგლებში დეპუტატების კითხვის პასუხად ზალკალიანმა განაცხადა, არის მზაობა, პოლიტიკური ნება, რომ ნელ-ნელა დაბრუნდეს სტატუს-კვო.

"დავით-გარეჯს რაც შეეხება, ეს თემა პრიორიტეტულია. სადემარკაციო-სადემილიტაციო კომისიის უახლოესი შეხვედრა საქართველოში გაიმართება. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობიდან და ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედებთ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა რაც ჩვენ წინაშე არის, ესაა დაბრუნება იმ სტატუს-კვოსი, რომელიც არსებობდა დავით-გარეჯის მიმდებარე ტერიტორიის დახურვამდე. მეზობლებთან და სტრატეგიულ პარტნიორებთან, როგორიც არის აზერბაიჯანი, ჩვენ სადავო საკითხები არ გვაქვს. ეს არის ღია საკითხი, რომელიც დაკავშირებულია დელიმიტაცია-დემარკაციასთან. ეს არის ის უმძიმესი, საბჭოთა მემკვიდრეობა, რომელიც წლების განმავლობაში სამწუხაროდ ვერ გადაწყდა. გვაქვს განცდა, რომ არის მზაობა, პოლიტიკური ნება, რომ ნელ-ნელა დავუბრუნდეთ იმ სტატუს-კვოს, რაც იყო დაკეტვამდე და იმ სამწუხარო ინციდენტებამდე, რომელიც მოჰყვა ამ პროცესს. დავით გარეჯი არის არა სადავო, არამედ ღია საკითხი," - განაცხადა ზალკალიანმა.


close დახურვა