![9zdawrsro9xtvsn.png](/uploads_script3/news/9zdawrsro9xtvsn.png)
დავით ზალკალიანი სამუშაო ვიზიტით დიდ ბრიტანეთში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ხელს მოაწერს სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას, რომელიც ბერქსიტის შემდგომ ამოქმედდება
“მნიშვნელოვანია, რომ საქართველო არის პირველი ქვეყანა, რომელიც აფორმებს ამ ხელშეკრულებას დიდ ბრიტანეთთან ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტიონრ ქვეყნებიდა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს ჩვენი პარტნიორობის განსაკუთრებულ სტრატეგიულ მნიშვნელობას. მიუხედავად ბრექსიტის სირთულეებისა, ის აქტიური კონსულტაციები და მოლაპარაკებები, რომლებიც უკვე თითქმის ორი წელია მიმდინარეობს ჩვენ ქვეყნებს შორის წარმატებიტ დასრულდა,”-განაცხადა საქართველოს ელჩმა ლონდონში, თამარ ბერუჩაშვილმა.