logo
ENG



ზარქუა: სუს-მა პრევენციისთვის გააკეთა განცხადება, სადაც კონკრეტული არგუმენტები იყო

29 სექ 202317:27
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/29/w63uw2krgj03bto.jpg

ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ზარქუა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება. მისი მტკიცებით, "სუს-მა პრევენციისთვის გააკეთა განცხადება, სადაც კონკრეტული არგუმენტები იყო".

"რადიკალები ემზადებიან რევოლუციური სცენარისთვის. მათ ჰქონდათ არაერთი მცდელობა, უბრალოდ არ გამოვიდა, ხალხი არ აყვა. იმიტომ, რომ გაიშიფრნენ და ამიტომაც არ გაყვნენ ამ რევოლუციურ სცენარში. მორიგი იერიშის მიტანა უნდათ ქართულ სახელმწიფოზე.

ამასთან დაკავშირებით, პრევენციის სახით გააკეთა სუს-მა განცხადება, სადაც კონკრეტული არგუმენტები იყო მოხმობილი და ახლა კონკრეტულად ის გვარები, ის ორგანიზაცია, რომლებიც მონაწილეობდა დღეს საქართველოშია და ფუნქციონირებს. აღმოჩნდა, რომ სწორი მიმართულებით და სწორ ინფორმაციაზე დაყრდნობით აკეთებდა ამ განცხადებებს შესაბამისი სტრუქტურები", - ამბობს ზარქუა.

18 სექტემბერს სუს-მა გაავრცელა განცხადება, სადაც ამტკიცებდნენ, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში "დესტაბილიზაცია და სამოქალაქო არეულობის მოწყობა" იგეგმება. უწყება განცხადებაში აღნიშნავს, რომ ამას "საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი" გეგმავს.

სუს-ის განცხადებაში CANVAS ნახსენებია როგორც ორგანიზაცია, რომელიც "რევოლუციური სცენარისთვის გამოსაყენებელი ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით გამოიყენება". დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე "დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის საქმეზე" CANVAS-ის 3 წევრი დაიბარეს. ისინი სერბეთის მოქალაქეები არიან. 


close დახურვა