logo
ENG



ზარქუა ზურაბიშვილზე: ჩემი აზრით, სიტყვა გაექცა, იმიტომ რომ ცოტა პრობლემა აქვს ქართულთან

13 ივნ 202214:09
3 წუთის საკითხავი
 
ვახო ქარელი/ფორმულა

ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ზოგჯერ ძალიან ამოვარდნილია კონტექსტიდან“.

ზარქუას თქმით, სალომე ზურაბიშვილს „სიტყვა გაექცა, იმიტომ რომ ქართულთან ცოტა პრობლემა აქვს“.

"ქალბატონი სალომე ზოგჯერ ძალიან ამოვარდნილია კონტექსტიდან. როგორ შეიძლება შენ მწვალებელი, მწვალებლის თანაშემწეები გააიგივო და ერთ სიბრტყეში დააყენო ბატონ ივანიშვილთან?! სხვათა შორის, ბატონი ივანიშვილი არის ის ადამიანი, ვინც რეკომენდაცია გაუწია თავის დროზე ქალბატონ ზურაბიშვილს, რომ პრეზიდენტი გამხდარიყო.

მე მგონია, რომ ქალბატონი სალომე იმიტომ შეირჩა ამ პოზიციაზე, რომ მას ჰქონდა ევროპული გამოცდილება და ევროპული გამოცდილება და პოლიტიკოსობა ნიშნავს სამართლიანობას, სამართალს, სიმართლის თქმას და აქედან გამომდინარე, ვისურვებდი, რომ ის უფრო დაბალანსებული და ადეკვატური იყოს, როცა განცხადებას აკეთებს. მგონია, რომ სიტყვა გაექცა, ჩემი აზრით, იმიტომ რომ ქართულთან ცოტა პრობლემა აქვს", - ამბობს ზარქუა. 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ არავინ ღირს საქართველოს ევროპული მომავლის ფასად.

"არ მჯერა, რომ რამე სხვა მომავალი არსებობდეს საქართველოსთვის, თუ არა ევროპული მომავალი. მე არ მიმაჩნია, რომ ვინმეს უნდა გადავყვეთ ამ პროცესის წინ წასვლაში - არც სააკაშვილს, არც გვარამიას და არც ივანიშვილს. არავინ არის იმის ფასად, რომ ბავშვების მომავალი არ დავიცვათ", - თქვა ზურაბიშვილმა.


close დახურვა