ვოლოდიმირ ზელენსკიმ წარმოშობით ქართველ მებრძოლს, მე-11 ცალკეული ბრიგადის შვეულმფრენების ესკადრილიის მეთაურს, პოლკოვნიკ ოლეგ გეგეჭკორს სიკვდილის შემდეგ გმირის წოდება მიანიჭა.
ამის შესახებ მან 7 მაისის მიმართვაში თქვა.
ოლეგ გეგეჭკორი ყირიმელია. ის ხერსონის რეგიონში საავიაციო ბრიგადაში მსახურობდა.
გეგეჭკორი 50 წლის იყო. ის 8 მარტს, კიევის დაცვის დროს დაიღუპა, როცა რუსებმა მისი ვერტმფრენი ჩამოაგდეს. გეგეჭკორი 8 აპრილს კრემენჩუგში დაკრძალეს.