logo
ENG



ზელენსკიმ EU-ს მოუწოდა, დაბლოკოს როსატომი, ყველა რუსული ბანკი და ტელეარხი

31 აგვ 202223:03
3 წუთის საკითხავი
 
ზელენსკიმ EU-ს მოუწოდა, დაბლოკოს როსატომი, ყველა რუსული ბანკი და ტელეარხი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირს მოუწოდა, დაბლოკოს  რუსეთის ატომური ენერგიის სახელმწიფო კორპორაცია​ როსატომი, ყველა რუსული ბანკი და სახელმწიფო ტელეარხი. 

ის სიტყვით პრაღის საერთაშორისო ყოველწლიურ ფორუმზე გამოვიდა. 

„რუსეთი ჯერ კიდევ იმედოვნებს, რომ მოერგება სანქციებს და გაუძლებს თავისუფალი სამყაროს სანქციების ზეწოლას. ამიტომ საჭიროა სანქციების ახალი პაკეტი - ყველასგან, გამონაკლისის გარეშე. ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შანტაჟის გამო როსტომი და რუსეთის მთელი ატომური ინდუსტრია უნდა დაიბლოკოს.

აუცილებელია, საბოლოოდ, მთლიანად დაიბლოკოს რუსეთის საბანკო სისტემა. როდემდე შეიძლება ვისაუბროთ ამაზე? აბსურდია, რომ რუსულ ბანკებს კვლავ შეუძლიათ, იმუშაონ გლობალურ ფინანსურ სისტემასთან, როცა რუსეთის სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რათა რაც შეიძლება მეტი ზიანი მიაყენოს მსოფლიოს. 

ასევე, ევროპულ ქვეყნებში კვლავ შეუძლიათ მუშაობა რუს პროპაგანდისტებს. ამ დრომდე ევროპულ ქვეყნებში ხელმისაწვდომია რუსული ტელევიზია, რომელიც ყველაზე დიდი დეზინფორმაციის წყაროა მსოფლიოში". - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 


close დახურვა