logo
ENG



ზელენსკის განკარგულებით დევნილებისთვის დროებითი საცხოვრებლები აშენდება

26 მარ 202201:50
3 წუთის საკითხავი
 
ზელენსკის განკარგულებით დევნილებისთვის დროებითი საცხოვრებლები აშენდება

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დევნილებისთვის დროებითი საცხოვრებლები აშენდება.

როგორც ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რეიონულმა ადმინისტრაციებმა შესაბამისი დავალება უკვე მიიღეს.

"რეგიონულმა ადმინისტრაციებმა კონკრეტული დავალება მიიღეს - რაც შეიძლება სწრაფად გამოყონ ტერიტორია [მიწა], იმისათვის, რომ დევნილებისთვის დროებითი საცხოვრებლები აშენდეს. მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმას, რომ ეს დროებითი საცხოვრებლებია. მას შემდეგ, რაც მშვიდობა დაისადგურებს, ჩვენ დაუყოვნებლივ დავიწყებთ ჩვენი სახელმწიფოს მასშტაბურ აღდგენას. მაგრამ ახლა ხალხს სჭირდება დროებითი სახლი, თავისი სახლი", - თქვა ზელენსკიმ.


close დახურვა