logo
ENG



ზელენსკის თქმით, უკრაინა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს

23 აპრ 202222:41
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/23/fv49x1hruody0xo.png

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა და საქართელო მოძმე ერი არიან და მათი ურთიერთობა არასდროს შეიცვლება. 

როგორც ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, უკრაინა საქართველოს გადაწყვეტილებას ევროკავშირისა და ნატოს წევრი გახდეს, მხარს დაუჭერს. 

"უკრაინელები და ქართველები მოძმე ერი არიან. ჩვენი მეზობლები ვართ მიუხედავად, ათასობით კილომეტრისა, რომლებიც გვაშორებს...საქართელოს და უკრაინის ურთიერთობა არასდროს შეიცვლება, პირობას გაძლევთ...

ვიცი, რომ ქართველ ხალხს [ევროკავშირში გაწევრიანება] უნდა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირში იქნებით, ნატოში - ყველგან სადაც ისურვებთ. ეს თქვენი არჩევანია. უკრაინა ყოველთვის მხარს დაუჭერს თქვენს გადაწყვეტილებას", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 

ზელენსკიმ ასევე იმაზე ისაუბრა, რომ საქართველოს მოსახლეობა უკრაინას დიდ მხარდაჭერას უცხადებს და ხაზი გაუსვა იმას, რომ ქვეყანამ საქართველოსგან ჰუმანიტარული ტვირთი მიიღო, ხოლო ქართველი მოხალისეები და სამხედროები უკრანაში იბრძვიან. 

 

 


close დახურვა