logo
ENG



ზელენსკის თქმით, უკრაინა შვეიცარიასთან ერთად მშვიდობის სამიტს აორგანიზებს

26 მაი 202414:53
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/26/j54rzarhe2m30zn.jpg

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, უკრაინა შვეიცარიასთან ერთად მშვიდობის სამიტს აორგანიზებს.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, სამიტი 15 ივნისს დაიწყება და მასში მონაწილეობაზე თანხმობა 80-ზე მეტმა ქვეყანამ გამოთქვა.

"სურს თუ არა რუსეთს დიალოგი? უკრაინას მოლაპარაკებებში რუსეთის მხრიდან მოტყუების მსოფლიოში ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს. ტყუილი, რომელიც, კერძოდ, რუსეთისთვის ამ ომის მომზადების საფარველი იყო. ზუსტად ამიტომ, საჭიროა გლობალური ძალისხმევა - მშვიდობის სამიტი მსოფლიო ლიდერების მონაწილეობით, რომლებსაც რუსეთი ვერ მოატყუებს. სამიტი, რომელიც აჩვენებს, თუ ვის სურს სინამდვილეში მსოფლიოში ომის დასრულება და არა მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნა, რომელიც აუცილებლად იქნება დარღვეული რუსული რაკეტებითა და არტილერიით, ისევე როგორც ეს ათობით, ათეულჯერ იყო ადრე...

ჩვენ შვეიცარიასთან ერთად ვამზადებთ ასეთ სამიტს. ის 15 ივნისს დაიწყება. 80-ზე მეტმა ქვეყანამ დაადასტურა, რომ ისინი [სამიტზე] ჩამოვლენ. და ჩვენ ვაგრძელებთ ლიდერებთან მუშაობას, ვიწვევთ მათ სამიტში მონაწილეობის მისაღებად. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ნამდვილად ეხმარება მშვიდობის დამყარებას", - თქვა ზელენსკიმ.


close დახურვა