უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი ხვალ უკრაინაში ჩავლენ.
ამის შესახებ მან დღეს, კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ზელენსკის თქმით, აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად უკრაინისთვის იმ იარაღების მიწოდებას განიხილავს, რაც ქვეყანას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში სჭირდება.
„მე მსურს, რომ მძიმე და ძლიერი აღჭურვილობა გვქონდეს“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ამავე პრესკონფერენციაზე ზელენსკიმ აღნიშნა, რომ საერთაშორისო პარტნიორებისგან უკრაინისთვის იარაღის მიწოდების კუთხით ბოლო კვირაში სიტუაცია გაუმჯობესდა.
ზელენსკი იმედოვნებს, რომ მალე უკრაინაში შედარებით უსაფრთხო გარემო იქნება და აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენიც შეძლებს ვიზიტს.