logo
ENG



ზელენსკის პრესკონფერენცია დილას დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება

10 ოქტ 201916:23
3 წუთის საკითხავი
 
q7whoq7bm8woc5a.jpg

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პრესკონფერენცია დილას დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.

უკრაინის პრეზიდენტმა ყველა აქტუალურ საკითხზე ისაუბრა, შეეხო დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარს და განაცხადა, რომ მასთან ჯო ბაიდენის შვილთან დაკავშირებით არ უსაუბრია.

ჟურნალისტებმა ვოლოდომირ ზელენსკის "შტაინმაიერის ფორმულის" წინააღმდეგ გამართულ აქციებზე და გამოსვლებში პეტრო პოროშენკოს როლზეც ჰკითხეს.

უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ მზადაა დემონსტრანტებს შეხვდეს, წინამორბედს კი ახალი მაიდანის მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებს.


close დახურვა