logo
ENG



ზელენსკი: გვეუბნებოდნენ - შანსები არ გაქვთ, დღეს ვამბობთ - დამოუკიდებლობას გილოცავ, უკრაინა!

24 აგვ 202212:14
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/24/o918lp1j17joo9w.jpg

დამოუკიდებელი უკრაინის თავისუფალო ერო! ნახევარი წლის წინ რუსეთმა ომი გამოგვიცხადა. 24 თებერვალს მთელმა უკრაინამ აფეთქებები და სროლები გაიგონა. 24 აგვისტოს ვერ უნდა გაეგონა "გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს". 24 თებერვალს ჩვენ გვეუბნებოდნენ: შანსები არ გაქვთ. 24 აგვისტოს ჩვენ ვამბობთ: დამოუკიდებლობის დღეს გილოცავ, უკრაინა!

ამ ექვსი თვის განმავლობაში ჩვენ შევცვალეთ ისტორია, შევცვალეთ მსოფლიო და თვითონაც შევიცვალეთ. ახლა ზუსტად ვიცით, რომ ვინ არის ჩვენ ძმა და მეგობარი, ვინ არაა შემთხვევითი ნაცნობი. ვინ არ დაკარგა თავისი სახელი და რეპუტაცია და ვინ განიცდიდა, რომ ტერორისტებს სახე შეენარჩუნებინათ. ვის დანამდვილებით არ ვჭირდებით და სადაა ჩვენთვის კარები ღია. ჩვენ გავიგეთ, ვინ ვინ არის.

ხოლო მთელმა მსოფლიომ გაიგო, ვინ არიან უკრაინელები. რა არის უკრაინა. ამიერიდან ვერავინ ვერ იტყვის მასზე: ეს სადღაც იქაა, რუსეთის გვერდით.


close დახურვა