logo
ENG



ზელენსკი: გთხოვთ, არ დატოვოთ თავშესაფრები, იზრუნეთ საკუთარ თავზე და თქვენს ახლობლებზე

10 ოქტ 202211:08
3 წუთის საკითხავი
 
ზელენსკი: გთხოვთ, არ დატოვოთ თავშესაფრები, იზრუნეთ საკუთარ თავზე და თქვენს ახლობლებზე

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს უკრაინაში მომხდარ სარაკეტო თავდასხმებს გამოეხმაურა და ხალხს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა.

"სრულმასშტაბიანი ომის 229-ე დღე. 229-ე დღეს ცდილობენ ჩვენს განადგურებას და ჩვენს აღგვას პირისაგან მიწისა. სრულიად. ცდილობენ გაანადგურონ ჩვენი ხალხი, ვისაც სახლში სძინავთ ზაპორიჟიეში. ცდილობენ მოკლან ხალხი სამუშაოდ მიმავალი დნიპროსა და კიევში.

უკრაინის მასშტაბით განგაში არ წყდება. სარაკეტო თავდასხმები ხორციელდება. სამწუხაროდ არიან დაღუპულები და დაჭრილები. გთხოვთ, არ დატოვოთ თავშესაფრები. იზრუნეთ საკუთარ თავზე და თქვენს ახლობლებზე. გავუძლოთ და ვიყოთ ძლიერები."- წერს ზელენსკი.


close დახურვა