logo
ENG



ზელენსკი: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის ნავთობფლოტის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა

14 ივნ 202620:25
3 წუთის საკითხავი
 
2026/06/14/zqg8bnqspwbj2zl.png

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მადლობას უხდის გაერთიანებულ სამეფოს, რომ ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერი დიდი ბრიტანეთის სამხრეთ სანაპიროსთან დააკავეს.

ზელენსკი აღნიშნავს, რომ გაერთიანებული სამეფოს მხრიდან ეს რუსეთის ნავთობფლოტის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს რუსეთის დაწყებული ომის დასრულებაზე. 

ზელენსკი განცხადებაში მოუწოდებს ევროპის ქვეყნებს გადახედონ კანონმდებლობას, რათა უფრო ეფექტურად შეიზღუდოს რუსეთის ენერგორესურსებიდან მიღებული შემოსავლები, რომლებიც ომის დაფინანსებას ემსახურება.

"მადლობელი ვარ გაერთიანებული სამეფოს ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯისთვის რუსეთის ნავთობფლოტის წინააღმდეგ - დიდი ბრიტანეთის სამხრეთ სანაპიროსთან დააკავეს ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერი.

ეს ომი შესაძლებელი გახდა რუსეთის გადაჭარბებული თავდაჯერებულობის შედეგად, რომელიც ნავთობისა და გაზის მაღალი შემოსავლებით იყო გამყარებული, და თითოეული გადაწყვეტილება, რომელიც პარტნიორებს რუსეთისთვის ფინანსური რესურსების ჩამორთმევას აიძულებს, ამავდროულად ზღუდავს თავად ომს.

მადლობას ვუხდი კირ სტრამერს და ყველა ბრიტანელს ასეთი პრინციპული სიმტკიცისთვის.

ასევე, ევროპამ სასწრაფოდ უნდა გადადგას საკანონმდებლო ნაბიჯები, რათა შესაძლებელი გახდეს არა მხოლოდ ტანკერების დაკავება და ნავთობის გადაზიდვაზე შეზღუდვები, არამედ მათში არსებული ნავთობის კონფისკაციაც. ეს აუცილებლად დაგვეხმარება მშვიდობის დამყარებაში", - დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში, რასაც თან დაურთო კირ სტრამერის განცხადება.

"მიუხედავად პუტინის ყველა მცდელობისა სანქციებს თავი აარიდოს, ჩვენ მას ამის უფლებას არ მივცემთ" - დაწერა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრამ კირ სტრამერმა.

სტრამერის ინფორმაციით, შეაჩერეს რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის ნავთობტანკერი, რომელიც ლამანშის სრუტის გავლას ცდილობდა.


close დახურვა