უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ევროპამ უნდა მოახდინოს ძალის დემონსტრირება და სანქციების მე-6 პაკეტზე შეთანხმდეს.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ევროპისგან განსხვავებით, რუსეთში არაა საჭირო ასეთი სამიტების მოწყობა და ბევრი კვირის განმავლობაში კომპრომისების ძებნა.
"რუსეთს ასეთ შეხვედრებზე არ სურს ევროკავშირის ერთიანობის ნახვა, რომელსაც ჩვენ ახლა ვხედავთ, მას სურს ნახოს 27 ცალკეული სახელმწიფო, 27 ნატეხი, რომლის გაერთიანება შეუძლებელია. ეს მათი სურვილია. აგრესორის პოლიტიკა ასეთია - თანმიმდევრული, და მასში არ არსებობს არანაირი დაყოვნება. ახლა ჩვენ ვხედავთ ერთდროულად - როგორ მიაქვთ იერიში დონბასზე და ანადგურებენ ჩვენს ქალაქებს, და როგორ შეიძლება ევროპული ერთობა შეირყეს", - თქვა ზელენსკიმ.