logo
ENG



ზელენსკი: ევროპელ ლიდერებთან განვიხილე სამშვიდობო გეგმა უკრაინისა და მთელი ევროპისთვის

21 ნოე 202518:42
3 წუთის საკითხავი
 
2025/11/21/9kqkt2ltcq6waq4.png

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, რომ მან გერმანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებთან ომის დასრულებასთან დაკავშირებით სამშვიდობო გეგმა განიხილა.

კერძოდ, მისი თქმით, სამუშაოები მიმდინარეობს აშშ-ის მიერ მიწოდებულ დოკუმენტებზე.

"ერთობლივი საუბარი მქონდა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან და გერმანიის ფედერალურ კანცლერ ფრიდრიხ მერცთან.

მადლობა უკრაინის და ყველა ჩვენი ხალხის პრინციპული მხარდაჭერისთვის!

განვიხილეთ სამშვიდობო გეგმა უკრაინისა და მთელი ევროპისთვის. ვაფასებთ აშშ-ის, პრეზიდენტ ტრამპისა და მისი გუნდის ძალისხმევას ამ ომის დასრულების მიზნით. ვმუშაობთ დოკუმენტზე, რომელიც ამერიკულმა მხარემ მოამზადა. ეს უნდა იყოს გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს რეალურ ღირსეულ მშვიდობას.

მჭიდროდ ვართ კოორდინირებული, რათა პრინციპული პოზიციები იყოს გათვალისწინებული. შევათანხმეთ შემდეგი ნაბიჯები და მოვილაპარაკეთ, რომ გუნდები შესაბამის დონეებზე იმუშავებენ ერთად", - წერს ზელენსკი.

ცნობისთვის, დღეს Sky News-მა დაწერა, რომ უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებმა აღნიშნული სამშვიდობო გეგმა, შესაძლოა, მომდევნო კვირას განიხილონ.


close დახურვა