დიდი ხნის განმავლობაში პირველად, კვლავ შედგა ფორმატი ამერიკელებისა და რუსების მონაწილეობით. მათ მოახერხეს არაერთი, უპირატესად სამხედრო საკითხის განხილვა – მათ შორის, ომის დასრულებისკენ გადასადგმელი ნაბიჯები და რეალური კონტროლისა და მონიტორინგის მექანიზმები. არის საკითხები, რომლებიც მომდევნო შეხვედრისთვის უნდა მომზადდეს. წინასწარი დისკუსიების თანახმად, გუნდები კვლავ კვირას შეხვდებიან. კარგი იქნება, თუ ეს შეხვედრა უფრო ადრე გადმოიწევს.
უკრაინა ყოველთვის იყო და დარჩება მშვიდობის მხარეს და ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ეს ომი გრძელდება, რუსეთია. საჭიროა დიპლომატიის რეალური შედეგები, რათა არ შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ რუსები მოლაპარაკებების პროცესსაც ძალიან ცინიკური და სასტიკი მიზნით იყენებენ – რუსეთის წინააღმდეგ იმ ახალი ზეწოლის ზომების გადასავადებლად, რომლებსაც რეალურად შეუძლიათ შედეგის მოტანა. ზეწოლა კი აუცილებელია... პარტნიორებს ეს არ უნდა დაავიწყდეთ.
