logo
ENG



ზელენსკი: თუ ასე გაგრძელდა, ისინი დახურავენ ცას, მაგრამ ჩვენ მილიონობით ადამიანს დავკარგავთ

10 მარ 202209:14
3 წუთის საკითხავი
 
ზელენსკი: თუ ასე გაგრძელდა, ისინი დახურავენ ცას, მაგრამ ჩვენ მილიონობით ადამიანს დავკარგავთ

უკრაინის პრეზიდენტი დასავლეთს ცის დროულად დაკეტვისკენ მოუწოდებს. ზელენსკის თქმით, რასაც რუსეთი უკრაინაში აკეთებს გენოციდია.

ზელენსკი ამბობს, რომ დაუშვებელია მსოფლიომ უყუროს როგორ კლავენ რუსული ბომბები უკრაინელ ბავშვებს.

Skynews-ის ჟურნალისტის კომენტარზე, რომ სხვა ქვეყნების ლიდერები ცის დაკეტვაზე უარს სიტუაციის დაამძიმების თავიდან ასაცილებლად ამბობენ, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ფიქრობს, ცა ადრე თუ გვიან დაიკეტება, მაგრამ შიშობს, რომ ამასობაში ბევრი უკრაინელი დაიღუპება.

"ეს იქნება უარესი ვისთვის? ჩვენი ოჯახებისთვის, არა? ვისთვის, მათთვის? არა. არავინ იცის. ახლა დაზუსტებით ის ვიცით, რომ ძალიან ცუდი მდგომარეობაა და მომავალში ძალიან გვიანი იქნება. დამიჯერეთ თუ ასე გაგრძელდება, თქვენ ნახავთ, რომ ისინი დახურავენ ცას, მაგრამ ჩვენ მილიონობით ადამიანს დავკარგავთ", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

close დახურვა