logo
ENG



ზელენსკი: თუ ვლადიმერ პუტინი მოკვდება, ომი დასრულდება

12 დეკ 202221:00
3 წუთის საკითხავი
 
ზელენსკი: თუ ვლადიმერ პუტინი მოკვდება, ომი დასრულდება

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თუ ვლადიმერ პუტინი მოკვდება, ომი დასრულდება.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, რუსეთის პრეზიდენტის გარდაცვალების შემთხვევაში, ქვეყანას საგარეო პოლიტიკის დრო არ ექნება, რადგან კრემლს შიდა პოლიტიკაზე ზრუნვა მოუწევს.

"თუ პუტინი მოკვდება, ომი არ იქნება. ავტორიტარული რეჟიმი საშიშია, რადგან არსებობს დიდი რისკი. მაგრამ არ შეიძლება ყველაფერი ერთ ადამიანზე იყოს დამოკიდებული. ამიტომ, როცა ასეთი ადამიანი მოკვდება, ყველა ინსტიტუცია ჩერდება. მე მგონია, რომ თუ ის არ იქნება, მათ გაუჭირდებათ, ისინი შიდა პოლიტიკით დაკავდებიან, და არა გარე პოლიტიკით", - თქვა ზელენსკიმ Netflix-ის ეთერში. 


close დახურვა