უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კურსკის ოლქში 1-თვიანი საბრძოლო მოქმედებების შედეგად რუსულმა არმიამ დაახლოებით 6 000 სამხედრო დაკარგა. შესაბამისი განცხადება ზელენსკიმ გერმანიაში, რამშტაინ-24-ის შეხვედრაზე გააკეთა.
ზელენსკის თქმით, დღეს ზუსტად ერთი თვე შესრულდა, რაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქში ოპერაცია დაიწყო.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, კურსკის ოლქი არის სასაზღვრო ტერიტორია, საიდანაც რუსეთს სამხედრო მოქმედებების გაფართოება და უკრაინის ქალაქ სუმზე ახალი შეტევის განხორციელება სურდა. უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ შეიარაღებულმა ძალებმა ოპერაციის დაწყებით სიტუაცია შეცვალეს და კონტრშეტევით ომი რუსეთის ტერიტორიაზე გადაიტანეს.
"დღეს ჩვენ ვაკონტროლებთ 1 300 კვადრატულ მეტრზე მეტ ტერიტორიას კურსკის ოლქში, მათ შორის 100 დასახლებულ პუნქტს. ამ ტერიტორიის დიდი ნაწილი რუსმა სამხედროებმა დატოვეს. ისინი უბრალოდ გაიქცნენ, როცა ჩვენი ჯარის მოახლოება დაიწყეს. რა თქმა უნდა, ტერიტორიის ძირითადი ნაწილი ჩვენს კონტროლქვეშ საბრძოლო მოქმედებების შედეგად მოექცა. ამ დროისთვის, 1 თვის განმავლობაში, ჩვენი ოპერაციის შედეგად კურსკის ოლქში რუსეთმა დაახლოებით 6 000 სამხედრო დაკარგა - ჩათვლილი არიან დაშავებულებიც", - თქვა ზელენსკიმ.