logo
ENG



ზელენსკი: მაკრონმა უნდა აირჩიოს - რუსული ბიზნესი და ფული ან თავისუფლებისთვის ბრძოლა

21 აპრ 202215:13
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/21/vhvwkiqr79qyr97.jpg

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ფრანგულ გამოცემა BFM TV აცხადებს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, რუსულ ფულს, ბიზნესსა და მეორე მხრივ უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლასა და სიცოცხლეს შორის არჩევანი უნდა გააკეთოს.

"გვესმის რუსი ოლიგარქების ფულის გავლენა საფრანგეთის ეკონომიკაზე, შესაბამისად ჩემთვის გასაგებია შიდა წნეხი, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია, მაგრამ პრეზიდენტმა მაკრონმა და საფრანგეთმა უნდა გააკეთოს არჩევანი -  ბიზნესი, ფული და ეს ისტორია ან თავისუფლებისთვის, ადამიანის უფლებების, სამართლიანობისა და სიცოცხლისთვის ბრძოლა, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მას ესმის, რუსეთსა და საფრანგეთს შორის მჭიდრო  ბიზნესურთიერთობები და იცის, რომ რუსული ფულის გავლენა საფრანგეთის ეკონომიკაზე დიდია. ამიტომ მისი აზრით, მაკრონი რთული გადაწყვეტილების წინაშე დგას.

„მე ვფიქრობ, რომ ის [მაკრონი] რთულ სიტუაციაშია, რადგან ბევრი ბიზნესი საფრანგეთში ორიენტირებულია რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობებზე, ბიზნესსა და ფულზე. ეს ასევე რუსეთსა და საფრანგეთს შორის ისტორიასთანაცაა კავშირში. რუსული ელიტები ხშირად მოდიან საფრანგეთში დასასვენებლად, ნიცაში, კანში... მათ აქვთ ვილები სანაპიროებზ", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ საფრანგეთი და უკრაინა ბოლო წლებში კიდევ უფრო დაახლოვდნენ, რაც დიდწილად მაკრონთან მისი პირადი ურთიერთობითიცაა განპირობებული.


close დახურვა