დღეს პუტინი ისევ საკუთარ თავს ელაპარაკებოდა და ხალხს ამას ტელევიზიით გადასცემდნენ. ის ისევ უკრაინას ადანაშაულებ - ავადმყოფი და ცინიკური არსებაა. მას საკუთარი თავის გარდა ყველა ტერორისტი ჰგონია, მიუხედავად იმისა, რომ პუტინს მხოლოდ ტერორი ასაზრდოებს უკვე ორი ათწლეულია. სწორედ ისაა ტერორის ყველაზე დიდი წყარო - ის და მისი სპეცსამსახურები. როცა ის წავა, ტერორისა და ძალადობის მოთხოვნა მასთან ერთად გაქრება, რადგან ეს ყველივე მისი მოთხოვნილებებია და სხვა არავისი.
ზელენსკი: პუტინს საკუთარი თავის გარდა, ყველა ტერორისტი ჰგონია
26 მარ 202410:31
3 წუთის საკითხავი