logo
ENG



ზელენსკი: პუტინს შევხვდები, თუ მაგიდაზე ერთი საკითხი იქნება - ომის დასრულება

24 მაი 202200:26
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/24/wy0inchul5g1kxs.jpg

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან შეხვედრის პირობა დაასახელა. მისი თქმით, მზადაა პუტინთან მოლაპარაკებისთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი განიხილავენ ომის დასრულებას, რომელიც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ წამოიწყო.

"სახელმწიფოში გადაწყვეტილების მიღების ისეთი სტრუქტურა აქვთ, რომ პუტინის გარეშე გადაწყვეტილებებს არ იღებენ. მათი ყველა ინსტიტუტი გაერთიანებულია ერთი გადაწყვეტილებით - რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებით.

თუ ჩვენ ვსაუბრობთ ომის დასრულების კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე, მაშინ ეს გადაწყვეტილება ამის გარეშე არ მიიღება, ეს არ იქნება რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის გარეშე. მას შემდეგ, რაც გააკეთეს, მოლაპარაკებების დიდი სურვილი ნამდვილად არ არის. შუამავლებთან შეხვედრის დიდი სურვილი არ არის, არც იქნება.

ამიტომ, რუსეთის ფედერაციიდან არავისთან შეხვედრას არ მივიღებ, გარდა პრეზიდენტისა და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკების მაგიდაზე ერთი საკითხი იქნება - ომის დასრულება"- თქვა ზელენსკიმ.


close დახურვა