უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მას შემდეგ რაც მთელმა მსოფლიომ კიევის ოლქში რუსების მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ შეიტყო, ოკუპანტები შემდგომში შეეცდებიან თავიანთი ქმედებების კვალის დაფარვას.
როგორც ზელენსკიმ ვიდეო მიმართვაში აღნიშნა, რუსეთი უკვე აწარმოებს ყალბ კამპანიას, იმისათვის, რომ საკუთარი მარიუპოლში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის დანაშაული დაფაროს.
"ისინი გააკეთებენ ათობით დადგმულ ინტერვიუს, დაამონტაჟებენ ჩანაწერებს. ხალხს სპეციალურად ისე მოკლავენ, რომ ვინმეს გადააბრალონ და გამოაჩინონ იმ ფორმით, თითქოს ეს ვინმე სხვამ გააკეთა. ახლა ოკუპანტები შეეცდებიან საკუთარი დანაშაულებების კვალის დაფარვას. ეს ბუჩაში არ გააკეთეს, მაშინ როცა ადგილს ტოვებდნენ, თუმცა სხვა ტერიტორიაზე ეს შესაძლებელია. მინდა ვთქვა: ყველა ნორმალურ ადამიანს მსოფლიოში ესმის, ვინ შემოიტანა ომი და მასობრივი მკვლელობები უკრაინის მიწაზე. არსებობს უამრავი მტკიცებულება იმისა, რომ რუსული სამხედროები ანადგურებენ მშვიდობიან ქალაქებს: იტაცებენ, აწამებენ, კლავენ მშვიდობიან მოსახლეობას", - აღნიშნა ზელენსკიმ