logo
ENG



ზელენსკი: რუსეთმა "სააღდგომო ესკალაცია" აირჩია

04 აპრ 202612:41
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/04/muxuph7bi478qmh.png

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის ნაცვლად უკრაინის ტერიტორიისკენ ასობით დრონი და რაკეტა გაუშვა და "სააღდგომო ესკალაცია" აირჩია.

ზელენსკი თქმით, მოსკოვმა, დარტყმების შეჩერების ნაცვლად, აღდგომის დღესასწაულზე ქვეყნის წინააღმდეგ დრონებითა და რაკეტებით მასირებული იერიში მიიტანა. თავდასხმების შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, 40-მდე კი დაშავდა.

"რუსებმა მხოლოდ გააძლიერეს დარტყმები, რამაც ცაში სიჩუმე სააღდგომო ესკალაციად აქცია", - თქვა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სადღესასწაულო ზავის შეთავაზება კვლავ განიხილება, თუ მოსკოვი დათანხმდება, მისი თქმით, ფრონტის ხაზზე სიტუაცია "სტაბილურია" და რუსეთის მხრიდან წინსვლის საფრთხე შეჩერებულია.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა ცეცხლის შეწყვეტისათვის აღდგომის დღესასწაულის დროს და ენერგეტიკული ზავისთვის.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტის ნებისმიერ ფორმატს და ზოგადად, ომის დასრულებას, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს ღირსებას და დამოუკიდებლობას არ დაკარგავს. წინააღმდეგ შემთხვევაში უკრაინა საკუთარი ტერიტორიების დანებებას არ აპირებს.

"ჩვენ მზად ვართ აღდგომის დღესასწაულის დროს ცეცხლის შეწყვეტისთვის. ჩემი აზრით, გულწრფელად რომ ვთქვა, ნორმალური ადამიანები, რომლებიც პატივს სცემენ სიცოცხლეს, საუბრობენ ცეცხლის შეწყვეტასა და ომის დასრულებაზე სამუდამოდ და არა მხოლოდ რამდენიმე დღით. მაგრამ, რა თქმა უნდა, მზად ვართ ნებისმიერი კომპრომისისთვის, გარდა კომპრომისისა, რომელიც ჩვენს ღირსებასა და სუვერენიტეტს ეხება.

მზად ვართ განვიხილოთ ნებისმიერი ცეცხლის შეწყვეტა. თუ რუსეთი მზად იქნება, ჩვენც მზად ვართ. დაე, შემოგვთავაზონ ნებისმიერი ვადა - მზად ვართ ამ საკითხის გადასაჭრელად", - თქვა ზელენსკიმ


close დახურვა