პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად თავდაცვის ახალ პაკეტზე მუშაობს.
როგორც ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, 10 მაისს რამდენიმე ლიდერთან გამართა სატელეფონო საუბრები, რა დროსაც ხსენებულ საკითხზე იმსჯელეს.
"ჩვენი საერთაშორისო ბლოკი აქტიურად მუშაობს, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად - დეტალებზე, რათა შეიქმნას თავდაცვის ახალი პაკეტი უკრაინისთვის. ახალი გადაწყვეტილებები უკვე სამუშაო ვერსიაშია გადასული. მეტი თავდაცვა ჩვენი ცისთვის, მეტი შესაძლებლობები ჩვენი თავდაცვისთვის. უახლოეს მომავალში ჩვენი პარტნიორებისგან შესაბამის ნაბიჯებს ველით", - თქვა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.